00:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 23:12:55, 743 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: 2012 წელს ხელისუფლება იმიტომ გადავაბარეთ, რომ ასეთი იყო ხალხის ნება

2012 წელს გადავაბარეთ არა იმიტომ, რომ სუსტები ვიყავით, არამედ იმიტომ, რომ იყო ქართველი ხალხის ნება, რომ უნდა ყოფილიყო ცვლილება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი განცხადებით, ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვარაუდობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში დამარცხდებოდა. აქვე სააკაშვილი აცხადებს, რომ ხალხის სურვილი იყო, მომხდარიყო ქვეყანაში ცვლილება და ეს ასეც მოხდა. 

"2012 წელს გადავაბარეთ არა იმიტომ, რომ სუსტები ვიყავით, არამედ იმიტომ, რომ იყო ქართველი ხალხის ნება, რომ უნდა ყოფილიყო ცვლილება. თორემ რა უნდოდა, ყველაფრის გამოყენება შეიძლებოდა. რა სისულელეა, რომ ამბობენ, რომ სააკაშვილს ხალხის შეეშინდაო. ძალიან ძლიერები ვიყავით ბევრად მეტი ბერკეტები გვქონდა, ვიდრე ივანიშვილს და ბევრად მეტი საერთაშორისო მხარდაჭერაც გვქონდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ არჩევნებში ქართველი ხალხის ნება იყო გამოხატული არჩევნებში. 2-3 თვით ადრე ჩემს ვიწრო წრეში ვამბობდი, რომ არჩევნები ალბათ წაგებულია მეთქი.  ზუსტად ასევე მოუხდება ივანიშვილს წასვლა იმიტომ, რომ ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება, მაგრამ ამ ნებას გამოხატულება ჭსირდება პოლიტიკური პარტიის ლიდერებში," - აცხადებს სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics