00:42 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 22:56:24, 737 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღების პროცესი მიდის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს. 

როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო სიძულვილის ტალღის შექმნა. მისივე განცხადებით, ენმ-ს მხარდამჭერებმა საოცარი წლები გამოიარეს, დაიჭირეს, ბრალი წაუყენეს, დაკითხეს, მაგრამ მათ ეს გადაიტანეს.

"ვიღაცა გაგაკრიტიკებს, ვიღაცა რაღაცას იტყვის, მაგრამ შენ ხალხს არ უნდა გაებუტო. საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღების პროცესი მიდის. ივანიშვილმა ვერ შეძლო სიძულვილის ტალღის შექმნა. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ქართულ საზოგადოებას მაინც არაფერი გამოასწორებს, საშინელი ხალხია, ამას თუ ამბობ, მაშინ არაფერი არ გესმის და უნდა წახვიდე პოლიტიკიდან. ქართველი ხალხი ძალიან ჯანსაღ ტალღაზე მიდის. ქართულ პოლიტიკაში ახალი ტალღა უნდა ამოვიდეს. ჩვენებიც უკვე დაიღალნენ. ადამიანი, რომელიც კაბინეტში იჯდა და კარგი საქმე აკეთა თუნდაც, ეტყობა, შემდეგ დაღლა. ჩვენმა მხარდამჭერებმა საოცარი წლები გამოიარა, დაიჭირეს, ბრალი წაუყენეს, დაკითხეს, მაგრამ მათ ეს გადაიტანეს. არასწორი იქნებოდა, რომ იმათზეც გაბრაზებულიყვნენ, ვინც ივანიშვილს მისცა ხმა," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics