|
2016-11-15 22:41:23, 737 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „ენმ“ ხმების დასაცავად არ ემზადებოდა, პარტიას საერთაშორისო საზოგადოებასთან სათანადოდ არ უმუშავია
"ნაციონალური მოძრაობა" ხმების დასაცავად არ ემზადებოდა, პარტიას საერთაშორისო საზოგადოებასთან სათანადოდ არ უმუშავია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. "ახლა ამბობენ, ყველა ამერიკელები გვეუბნებიან, არჩევნები აღიარეთო და რა, ჩვენ არ გვეუბნებოდნენ? რიჩარდ მაილსმა ჯორბენაძესთან რამდენიმე შეხვედრა მომიწყო და თქვეს, რომ არ გვინდა არეულობაო. ჯერ ხო ასე იყო შედეგები, - პირველზე შევარდნაძე, მეორე იყო აბაშიძე და მერე ჩვენ. მერე ამბობდნენ, რომ მეორეზე გადაგიყვანთ, არ გვინდა არეულობაო. მე მაშინ დავურეკე თეთრ სახლში ჩემს მეგობრებს და ვკითხე, რას აკეთებს თქვენი ელჩი მეთქი. მიხვდნენ მერე, რომ ჩვენ უკან არ დავიხევდით. ჩვენ მივაწოდეთ მათ ყველა დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ვიმუშავეთ მათთან კარგად და მივიღეთ შედეგი. ვინ გითხრათ, რომ უცხოელები იბრძვიან შენი უფლებებისთვის, თუ შენ არ იბრძვი მაშინ, როცა იქ სირიაა, მიგრანტებია, ფინანსური კრიზისია. როგორც დავფიქსირდით მსოფლიო რუკაზე, ისევე გავქრებით," - აღნიშნა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)