|
2016-11-15 19:14:12, 756 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის გარემოცვასთან
დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის გარემოცვასთან, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ინაშვილის განცხადებით, პირველი ბრძოლა, რასაც მისი გუნდი გეგმავს, "საარჩევნო კოდექსის" ცვლილება იქნება, რადგან ინაშვილის მტკიცებით, "ეს არ აიყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები". "პატრიოტთა ალიანსი იქნება ქართველი ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩვენი პარტიის 4 დეპუტატი რეალურად არის დეპუტატი, მაგრამ ვერ შედის მახინჯი საარჩევნო კოდექსის გამო. ეს დღევანდელი ვითარება ხელისუფლებას ძალიან დაარტყამს. ეს დისკრიმინაციაა, ეს ჩვენი უფლების შეზღუდვაა და გავასაჩივრებთ სტრასბურგშიც", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)