|
2016-11-10 10:39:18, 840 ნახვა
პოლიტიკა
"ოცნება“: დარწმუნებული ვართ, ტრამპის ხელმძღვანელობით, თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად გამარჯვებას ულოცავს. პარტია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო - აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება მშვიდობის, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. „პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სახელით ვულოცავთ ბატონ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას. ასევე ვულოცავთ აშშ-ს რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვებას აშშ-ს კონგრესის არჩევნებში. ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს აკავშირებს 25 წლიანი სტაბილური სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ხელისუფლების მმართველობის პირობებში სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო - აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება მშვიდობის, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას კონგრესის ახალ შემადგენლობასთან და ახალ ადმინისტრაციასთან ერთად გავაძლიეროთ და გავაღმავოთ უკვე არსებული წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის“,-აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)