|
2016-11-09 14:42:56, 682 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ბუქარესტში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სტრატეგიულ საკითხებში დანუტ ნიკოლა ესკუს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, ასევე, საქართველოსთან ევროკავშირისა და ნატოს ურთიერთოებებს შეეხო. ხაზი გაესვა რუმინეთის როლს NATO-ს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების რეალიზაციაში. ხაზი გაესვა NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ მიზნით მაღალ დონეზე თანამშრომლობის ინტენსივობის მნიშვნელობას. ასევე განხილული იყო რეგიონში არსებული ვითარება და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მომავალი ვიზიტი რუმინეთში მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. თენგიზ ფხალაძემ სახელმწიფო მდივანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთნ დაკავშირებით. თავის მხრივ, კი, სახელმწიფო მდივანმა დანუტ ნიკოლაესკუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)