|
2016-11-09 14:29:18, 920 ნახვა
პოლიტიკა
ლორა თორნტონი: მშვიდობით ნატო, გამარჯობა რუსეთო
მშვიდობით ნატო, გამარჯობა რუსეთო,-ასე ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს: „ყოჩაღ, ამერიკა. იმედი მაქვს, ამაყობთ. მშვიდობით აბორტთან დაკავშირებულო უფლებებო, უზენაესო სასამართლოვ, 20 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობავ, მშვიდობიოთ იარაღის კონტროლო. გამარჯობა, კედელო; მუსლიმების დევნავ; მშვიდობით ეკონომიკავ. მივესალმები საბაზრო კრახს, მშვიდობით ნატო, გამარჯობა რუსეთო. ვემშვიდობებით უცხოურ დახმარებას, საერთაშორისო პატივისცემას, მივესალმებით ქალთა უფლებების დაუცველობას, რასიზმს, თეთრ უზენაესობას, ფაშიზმს. მეტირება ჩემი ქვეყნის, ჩემი შვილების გამო“, - წერს ლორა თორნტონი. მედია საშუალებები სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებენ. ასე მაგალითად, CNN-ის ინფორმაციით, "რესპუბლიკელ" კანდიდატს კოლეგიის 288 ხმა, მაშინ როდესაც მის ოპონენტ ჰილარი კლინტონს 215 ხმა აქვს. UsaToday-ის მონაცემებით, ტრამპს 276 ხმა აქვს დაგროვილი, ჰილარი კლინტონს კი 218. Associated Press-ის მონაცემებით, "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონმა კი 218.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)