08:43 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 13:05:04, 899 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: არავითარ წყენას ადგილი არ ჰქონია

„არავითარ წყენას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“  წევრმა მანანა კობახიძემ განაცხადა.

მანვე დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მიიღო შეთავაზება.

პარლამენტის მოქმედი ვიცე სპიკერი აცხადებს, რომ საკითხზე კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება და მას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

„შეთავაზება მივიღე, მაგრამ ჩემგან ეს საკითხი არ არის დადასტურებული. კონსულტაციები გრძელდება, არავითარ წყენას ადგილი არ აქვს, ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე, რომელიც სამწუხაროდ გაჟღერდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შემართებით იმისთვის, რომ შევუდგეთ პარლამენტის საქმიანობას,“-განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბარში კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics