|
2016-11-07 15:21:07, 2134 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. როგორც სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას დაპირდა, რომ ოდესის საზღვაო პორტის მშენებლობისა და რემონტის პროექტს მხარს დაუჭერდა, თუმცა პროექტის განსახორციელებლად არაფერი გაუკეთებია. "მე ეს რეალურად მომბეზრდა. მე დავიღალე კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგრესის ძალები პროგრესს უტევენ. ყველა ახალ წამოწყებას საფუძველშივე კლავენ. ყველაფერი ეს მთელი უკრაინის თვალწინ ხდება. ამდენჯერ არავის მოვუტყუებივარ, თან ასე ცინიკურად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. გარდა ამისა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა პოროშენკოს მიერ ახალგახსნილი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის დახურვის გამო. "არ აქვს მნიშვენლობა, ვის ექნება უკრაინელებისადმი აგდებული დამოკიდებულება - პოროშენკოს თუ იანუკოვიჩს? რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, ვინ გაძარცვავს მათ ? რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, ვინ მიითვისებს ყველაფერს - კოვალჩუკი თუ კლიუევი? რა შეიცვალა ხალხისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მისთვის ბოლო წვეთი ელექტრონული დეკლარაციების შემოღება გახდა, რომლებშიც უკრაინელ ჩინოვნიკებს მილიონები ჰქონდათ მითითებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)