|
2016-11-05 16:20:02, 863 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური გაიხსნა
თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან, ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურები გაიხსნა. დასამუხტი სადგურების თბილისში განთავსების პროექტი კომპანია “E –Space”-ის ინიციატივითა და თბილისის მერიის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. ევროპის მოედანზე ელექტრომობილების დასამუხტი სადგური თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და “E –Space” -ის წარმომადგენლებმა გახსნეს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების წახალისებისთვის, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების განთავსებისთვის ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან ტერიტორია კომპანია “E –Space”-სს უსასყიდლოდ გადასცა. მისივე თქმით, თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. როგორც ლექვინაძემ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობა კომპანია „სითი პარკთან“-აც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ქალაქში ელექტრომობილებისთვის პარკირება უფასო გახდეს. „დღეს თბილისის ტერიტორიაზე, ორ ლოკაციაზე გაიხსნა ელექტრომობილებისთვის დასამუხტი სადგურები, სადაც ელექტრომობილების მფლობელები მანქანის დამუხტვას უსასყიდლოდ შეძლებენ. თბილისის მერია მხარს უჭერს ამ პროექტს, რომელიც კერძო კომპანიის ინიციატივით განხორციელდა. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის ინიციატივებს ყველა საინიციატივო ჯგუფის მხრიდან, რადგანაც თბილისის მომავალი ეს არის უკეთესი გარემო და უკეთესი გარემოს მიღწევის კუთხით ჩვენ ყველანაირ მასტიმულირებელ მექანიზმს დავუჭერთ მხარს. გარდა ამისა, მომავალში თბილისის მერია ასევე იფიქრებს საკუთარი ავტოპარკის ელექტრომობილებით აქტიურ ჩანაცვლებაზე“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტრომობილი დადის. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია. 2017 წლის ბოლომდე, საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდა 100-მდე იგეგმება. ეტაპობრივად, სადგურები ავტობანებსა და რამდენიმე რეგიონშიც განთავსდება.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)