|
2016-11-03 14:29:15, 629 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ
დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 30 დევნილ ოჯახს მოტობლოკები და სხვა მანქანა-დანადგარები გადასცა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დევნილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, მიმდინარე წელს, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. შიდა ქართლის რეგიონში კონკურსში გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიმდინარე წლის ივნისიდან პროექტის - „საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის” განხორციელება დაიწყო. პროექტის მთავარ მიზანს შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები დევნილების სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა, სასოფლო-სამეურნეო და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის გზით გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენდა. პროექტის განხორციელების შედეგად, 30-მა დევნილმა ოჯახმა შეიქმნა/გაიუმჯობესა საარსებო მდგომარეობა, შემოსავლის წყაროს გაჩენის გზით. რამაც, თავის მხრივ, უზრუნველყო დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და განსახლების ადგილებზე მათი მდგრადი ინტეგრაცია. პროექტის პრიორიტეტულ სამიზნე სეგმენტს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, „სოფლად სახლის“ პროექტის) ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი დევნილები წარმოადგენდნენ. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტმა 37 500 ლარი შეადგინა, რომელიც 30 ბენეფიციარზე გადანაწილდა. პროექტით გათვალისწინებული იყო ბენეფიციართა 30%-იანი თანამონაწილეობით შემდეგი ინიციატივების მხარდაჭერა: სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები, სასოფლო სამეურნეო იარაღების ნაკრები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაცია, თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივები. საგრანტო პროგრამის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახორციელებდა. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)