13:52 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 17:31:28, 783 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა.

შეხვედრა უსუფაშვილის კაბინეთში დახურულ რეჟიმში  გაიმართა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, უსუფაშვილთან  შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის სხდომის დაგეგმვა და პარლამენტის ფორმირების პროცესი იყო.

„პირველი სხდომის მოწვევის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა.  მანამდე საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციებიც უნდა გაიმართოს. პარლამენტი ელოდება ცესკო-ს საბოლოო შედეგებს, რომელიც არჩევნებიდან მაქსიმუმ 20 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. ცესკო-ს ვადა 18 ნოემბერს ეწურება. თუ ცესკო ვადას ბოლომდე გამოიყენებს, პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება. პირველ სხდომაზე მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა. საპარლამენტო ფრაქციების ფორმირება და კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა“, - განაცხადა კახიანმა.

შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი მანანა კობახიძე, საპროცედურო საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics