13:53 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 21:16:57, 1064 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 3 ნოემბერს დაკითხვაზე დაიბარეს. 

როგორც "რუსთავი 2" იუწყება, სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყება გვარამიას დღეს საღამოს ჩააბარეს.

მათივე ინფორმაციით, ნიკა გვარამია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზეა დაბარებული. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა გვარამიას საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დაიწყო. საქმე ეხება ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics