19:33 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 09:06:11, 726 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდის მე-18 უბანზე გუშინ ინციდენტი მოხდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გუშინ მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით საღამოს 7:20 წუთზე, სამი პირი მივიდა.

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით,  მათ დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს, როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები  და საარჩევნო უბანზე მაშინ შევიდნენ, როცა უბანი მასალებთან ერთად დაკეტილი იყო:

„მათ დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, სხვადასხვა უჯრების გახსნა, სადაც ინახებოდა საარჩევნო დოკუმენტაცია. მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გადაიღეს ამომრჩეველთა სამაგიდო სიები, რომელიც შეიცავს ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს და პირად მონაცემებს. მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო ბეიჯები, დაცვის პოლიციამ მათ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ საოლქო-საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. ასევე მისული იყო უბნის თავჯდომარე. შეტყობინება შევიდა 112-ზე და გამოძახებული იყო შესაბამისად პოლიცია“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

 აღნიშნულ ფაქტზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება თავად დამკვირვებლებს და პარტიის წარმომადგენლებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,  ცესკო მათ ვინაობას არ ასაჯაროვებს. მთაწმინდის მე-18 უბანზე  არჩევნები ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics