18:04 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 17:22:16, 855 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: თინა ხიდაშელი არ აპირებს ჩემს მიტოვებას და პარტიაზე რას იზამს, არ ვიცი

თინა ხიდაშელი ჩემს მიტოვებას არ აპირებს და „რესპუბლიკურ პარტიას“  დატოვებს თუ არა, არ ვიცი. ამის თაობაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

უსუფაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე „რესპუბლიკური პარტიის" დატოვება დაადასტურა.

მისი თქმით, პარტიის დამფუძნებლებს და სხვა ლიდერებს აქვთ შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები, რომლებსაც ის არ იზიარებს.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში გააგრძლებს აქტიურ, ოპოზიციურ,  პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს  ორ- სამ თვეში ექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა, თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით-ეტი პრობლემის გამო, მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო  ეფექტური გზების ძიებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics