|
2016-10-29 15:57:59, 1904 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ავთანდილ საყვარელიძეს მაჟორიტარობის კანდიდატის, ნინო წილოსანის მამის მიმართ ცრუ ბრალდებების უარყოფა დაავალა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ავთანდილ საყვარელიძის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა და იმ უსაფუძვლო ბრალდებების უარყოფა დაავალდებულა, რომელიც მან ტელევიზიის საშუალებით ბადრი წილოსანის წინააღმდეგ გააკეთა. ავთანდილ საყვარელიძემ წილოსანი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის წართმევაში დაადანაშაულა. ამ საქმესთან დაკავშირებით ცალკე სასამართლო დავაც მიმდინარეეობს, რომლის მიხედვითაც საყვარელიძე შესაძლოა თავადვე აღმოჩნდეს ქარხნის უკანონოდ მითვისებაში და ფინანსურ მაქინაციებში მხილებული. ბადრი წილოსანის ადვოკატის, დავით სამხარაშვილის ინფორმაციით, ავთანდილ საყვარელიძის კომპანია „თ.ჯ. თრეიდსა“ და ს/ს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას“ შორის ურთიერთობა 2001 წელს დაიწყო. 2004 წელს საყვარელიძის კომპანიას ქარხნის ვალი დაუგროვდა, დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი. წილოსანის მიერ საყვარელიძისთვის დავალიანების მოთხოვნას საეჭვოდ ემთხვევა ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლება აპატიმრებს ს/ს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ აქციების ძირითადი პაკეტის მფლობელ ბადრი წილოსანს და ციხეში, ჩუქების ხელშეკრულებით, სახელმწიფოსთვის ათმობინებს აქციების საკონტროლო პაკეტს. რამდენიმე თვეში, ფორმალური პროცედურების მოგვარების შემდეგ, სახელმწიფო, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით, ქარხნის საკონტროლო პაკეტს პირდაპირი მიყიდვის წესით აძლევს ავთანდილ საყვარელიძეს. ძალიან საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ ბატონი საყვარელიძე აქციების ღირებულებას მას შემდეგ იხდის, რაც ნაყიდ ქონებას ბანკში აგირავებს. ავთანდილ საყვარელიძე დაახლოებით სამი წელი მართავდა ქარხანას და ამ პერიოდში 70 მილიონ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა. მოკლედ, საყვარელიძემ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ მისივე მმართველობის პერიოდში დაიწყო ქარხნის გაკოტრების საქმის წარმოება. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, საყვარელიძემ თავადვე გაკოტრების პირას მიიყვანა ქარხანა და იძულებული გახდა მის გაყიდვაზე ეფიქრა. „მიუხედავად იმ საეჭვო გარემოებებისა, რაც წინა პერიოდში მოხდა, შედგა მოლაპარაკება ბადრი წილოსანსა და ავთანდილ საყვარელიძეს შორის და ბადრი წილოსანმა გაკოტრების პროცესში მყოფი ქარხნის აქციებში 2 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. ამასთან ერთად გაისტუმრა ქარხნის დავალიანებები, რომელიც ავთანდილ საყვარელიძემ დააგროვა. ამ ფაქტების შემდეგ ადვილი მისახვედრია, რეალურად ვინ არის დაზარალებული და ვინ გამომძალველი? ვინ იყო წინა ხელისუფლებასთან შეკრული, ბადრი წილოსანი, რომელიც დააპატიმრეს და ქონება დაათმობინეს თუ საყვარელიძე, რომელსაც, სააკაშვილის ხელმოწერით პირდაპირი მიყიდვის წესით ხელში ჩაიგდო ქარხანა? ამ საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმება“ - აცხადებს დავით სამხარაშვილი. (NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)