00:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 12:35:04, 2536 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი ალეპოში შექმნილი ვითარებისთვის რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ დააწესებს

ევროკავშირმა ალეპოში მიმდინარე სიტუაცია დაგმო, თუმცა რუსეთისა და დამასკოს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ აპირებს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობებს განიხილავენ, თუმცა მიღებისთვის, სამიტზე კონსენსუსი უნდა შედგეს.

ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტის  თანახმად სანქციების დაწესების შესაძლებლობა სამიტზე არ განიხილეს. ამასთან, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთისა და დამასკოს მოქმედებები სირიის ქალაქ ალეპოში დაგმეს და აღნიშნეს, რომ ძალადობას ბოლო უნდა მოეღოს. ასევე საუბარი იყო ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფაზე და საჭირო ნიტების უსაფრთხო გადატანაზე.

მედიის ცნობით, ალეპოში მიმდინარე მოვლენებსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე გაერო-მ უნდა იზრუნოს და ნებისმიერ ქვეყანა, რომ ორგანიზაციას ამაში ხელს შეუშლის პასუხისგებაში მიეცემა.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეფასებით, სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვა, რომელსაც რუსული და სირიული ავიაცია ახორციელებს, „არაადამიანურია“

შეგახსენებთ, რომ სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics