18:49 - 07 Jul, 2026
|
2016-10-17 12:19:05, 1491 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელებს. მანამდე კი, მთავარი საფინანსო დოკუმენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა და მას შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა. კერძოდ, კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უნდა გაიზარდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის დაფინანსება და იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსება. შენიშვნები მთავრობაში გადაიგზავნება. საპარლამენტო უმცირესობა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, ისინი ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით თავიანთ მკვეთრ პოზიციას მხოლოდ წერილობით გაავრცელებენ. 2017 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 595 მილიონ ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)