21:02 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 10:36:22, 1755 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თურქეთიდან საქართველოში შემოსვლისას, ბუქარესტის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ვ. ა. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ვ. ა.-ს ბრალი რუმინეთის საბაჟო კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით ედება, ასევე, რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე და 290-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც კრიმინალური ორგანიზაციის ან საზოგადოების წევრობას, საქონლის კონტრაბანდას, საქონლის წარდგენისას ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, საქონლის გაყალბებას, ფულის გათეთრებას და კერძო წერილობითი ფორმით არსებული ხელშეკრულების გაყალბებას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics