|
2016-10-13 15:41:06, 1562 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ICAO-ს კონფერენცია გაიმართება
17 ოქტომბერს საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპული ბიუროს ექსპერტებს უმასპინძლებს. ღონისძიებას ICAO-სევროპულ ბიუროში შემავალი ყველა ქვეყნის დელეგატი დაესწრება. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ასევე ICAO-სსამივე ოფისის (პარიზი, კაირო, ბანგკოკი) წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილება ყველა წინადადება, რაც საჰაერო მარშრუტების მოდერნიზაციასთან,ასევე ევროპის და აზიის ახლო ნაწილის საჰაერო სივრცის განვითარებასთან არის დაკავშირებული. საჰაერო მოძრაობის მომსახურების და მარშრუტების განვითარების რეგიონთაშორისი ჯგუფის შეხვედრასICAO-ს პრეზიდენტი ბენარდ ალიუ, ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური ოფისის რეგიონალური დირექტორი ლუის ფონსეკა დე ალმეიდა და 100-მდე ექსპერტი დაესწრებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)