23:28 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 01:06:46, 614 ნახვა

პოლიტიკა
ენმ მოუწოდებს ცესკო-ს, დროულად მოხდეს მონაცემების გამოქვეყნება

ეს უკვე საგანგაშო ვითარებაა, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე არსებულ დაღვევებს და ინციდენტებს.

რეგიონში საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გაკეთდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში.

როგორც პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, იმ უბნებზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" დიდი უპირატესობით ლიდერობს, ხდება სხვადასხვა სახის ინციდენტები და მათი თქმით, ეს ხდება იმის გამო, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს ხელი შეუშალონ, რეალურად დათვალონ საარჩევნო მონაცემები.

პარტია მოუწოდებს პრემიერ კვირიკაშვილს, უზრუნველყოს ხმების დაცვა. ისინი ასევე მიმართავენ ცესკოს თავმჯდომარეს, სასწრაფოდ დაიწყოს ოქმების ატვირთვა ცესკოს ვებგვერდზე.  

„ეს უკვე საგანგაშო ვითარებაა. ამ დროის გამოყენება და, როგორც ჩანს, ცალკე ინსტრუქციაა, რომ ადგილებზეც გაიწელოს ოქმების შეჯამება. მართლაც ცეცხლს ეთამაშება ივანიშვილი და მისი მარიონეტების გუნდი, კვირიკაშვილის მეთაურობით, დროულად მოეგონ გონს. მთავრობა არის პანიკაში. ჩვენ გვინდა ამ პროცესის მშვიდად დამთავრება, მაგრამ ამისთვის მისცენ ადამიანებს საშუალება, რომ დაითვალონ ჩვენი ამომრჩევლების ხმები. ახლა ეს ყველაფერი არის საფრთხის ქვეშ,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics