|
2016-10-08 21:33:34, 664 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ამ გამარჯვებას ვერავინ ვერ შეეხება, ამის გარანტი „ქართული ოცნებაა“
„ეს იყო იმ კონკრეტულ პარტიაზე უარის თქმა, რომელიც ძალადობდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა კახი კალაძემ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავარია, რომ პარტიამ გამარჯვება ბრძოლით და მშვიდობიანი გზით მოიპოვა. „ვერავინ ვერ შეეხება ამ გამარჯვებას, ამის გარანტი არის პარტია „ქართული ოცნება“. ჩვენ პარტიას საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია. დაველოდოთ ცესკო-ს მიერ დათვლილ ხმებს, ის სურათი რომელიც იქნება წარმოდგენილი, ნახავს სრულიად საქართველო. მთელი დღის განმავლობაში ვიღებდით მონაცემებს ჩვენი პარტიებიდან, რაიონებიდან, მინდა გითხრათ, რომ სავარაუდოდ მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვიღებდით „ქართული ოცნების“-ის 60%-ს შეადგენს. ეს არ არის მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამარჯვება, ეს არის სრულიად ქვეყნის გამარჯვება“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ყველა წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს. „რაღაც ოქლებში იქნება მეორე ტურები თუმცა ეს ნორმალურია, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია. აქ საგანგაშო არაფერი არ არის. წლების განმავლობაში მიდიოდა ხმების მოპარვა და ტოტალური გაყალბება. მეამაყება, რომ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები ჩავატარეთ და ამას მთელი ქვეყანა ნახავს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღნიშნავენ“, - განაცხადა კახი კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)