|
2016-10-08 17:07:37, 658 ნახვა
პოლიტიკა
„გამჭვირვალობა“: ამ ეტაპზე 70 მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონიტორინგის შედეგებით ამ ეტაპზე 70 მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა. როგორც არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, ორგანიზაციას სულ 9 საჩივარი აქვს დაწერილი. ასევე ლაგოდეხში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის განკუთვნილი ბიულეტენებით მიმდინარეობდა კენჭისყრა“, - აცხადებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, საგარეჯოს ოლქში 38-ე, 39-ე, 44-ე, 48-ე უბნებზე კენჭისყრაზე მნიშვნელოვანი დარღვევები მიმდინარეობდა. „საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ ძალიან დაბალი კვალიფიკაციით და ქართული ენის არ ცოდნით, რის გამოც შეიქმნა დაძაბულობა და მნიშვნელოვანი პრობლემები. არსებული ინფორმაციით, ქარელში, ერთ-ერთ უბანზე კომისიამ მოქალაქეს მარკირების გარეშე ხმის მიცემის საშუალება მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)