02:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-11 11:07:47, 5062 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში მაზარ–ი შარიფს ესტუმრა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ესტუმრა. 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ქართველი სამხედროების მოსანახულებლად ბაზა „მარმალზე“ იმყოფებოდა ასევე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი.

გენერალ-მაიორი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს გაეცნო და ასეულის მეთაურისგან ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ ბრიფინგი მოისმინა. გენერალური შტაბის უფროსი ქართველსამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდა და საერთაშორისო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

ავღანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზა „მარმალზე“ ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ჰერალდ განტესაც შეხვდა.

„IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს და საპატრულო რაიონს აკონტროლებს. გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციას მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზაზე შეასრულებს“, – აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics