20:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 12:36:59, 654 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: დაფიქსირდა გარკვეული უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ცესკო-მ ოპერატიურად აღმოფხვრა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში მორიგი ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოქალაქეებმა საკუთარი აზრი ქვეყნის განვითარებისთვის უნდა დააფიქსირონ. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„გაგაცნობთ ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში. დაფიქსირდა გარკვეული უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზები საარჩევნო უბნების ნაწილზე.  აქვე აღვნიშნავთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპერატიულად შეძლო ამ ხარვეზების აღმოფხვრა.

მნიშვნელოვანია, რომ ფიქსირდება ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, რომ დააფიქსირონ საკუთარი სამოქალაქო პოზიცია და ხმა მისცენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ხმა მისცენ თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics