21:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 11:29:58, 2843 ნახვა

მსოფლიო
ჰაიტიზე ქარიშხალ “მეტიუს” 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჰაიტიზე ქარიშხალ “მეტიუს” 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ხელისუფლება არ გამორცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

მედია საშუალების ინფორმაციით, დროებით თავშესაფარში გადაყვანილია 61 ათასი ადამიანი. ისინი წყლისა და საკვების დეფიციტს განიციდიან.

ჰაიტი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, რომელიც ამ დრომდე არ აღდგენილა 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. ექვსი წლის წინ მომხდარი სტიქიის დროს უსახლკაროდ დარჩენილი ხალხის დიდი ნაწილი ამ დრომდე კარვებში ცხოვრობს.

ცნობისთვის, ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგიონში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია.  ქარიშხალი "მეტიუ" ფლორიდის შტატს მიუახლოვდა, სადაც სანაპირო რაიონებიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ფლორიდაში, ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics