|
2016-10-08 09:50:00, 726 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: მე არჩევანი გავაკეთე და ამ არჩევანზე პასუხისმგებელი ვიქნები
„მე გავაკეთე არჩევანი და ამ არჩევანზე პასუხისმგებელი ვიქნები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებს საქართველო მეტი პოლიტიკური თავისუფლებით შეხვდა. „ამომრჩეველს მეტი საშუალება აქვს, გააკეთოს პირადი არჩევანი სამშობლოსა და საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის. მეტი თავისუფლება ყველას მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დარწმუნებული ვარ, დღეს ქართველი ერი იქნება პასუხისმგებლობით აღსავსე და მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლის თაობაზე, რაც შესაძლებელია იმ პოლიტიკური პარტიებიდან, ვინც არჩევნებში მონაწილეობს. მე გავაკეთე არჩევანი და ვიქნები ამ არჩევანზე პასუხისმგებელი“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)