|
2016-10-07 11:00:15, 763 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ცოტნე ზურაბიანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წყალტუბოში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კანდიდატმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გააცნო წყალტუბოსთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა. „ის განწყობა, შემართება, რომელიც მოდის წყალტუბოს მოსახლეობის მხრიდან არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ძალა, რომელიც გვაძლევს სტიმულს ვიყოთ ძალიან აქტიურები პარალმენტში. მჯერა, რომ 8 ოქტომბერს, 8 საათზე ქართული ოცნება წყალტუბოელებთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს“- განაცხადა ცოტნე ზურაბიანი. კანდიდატი ასევე, წყალტუბოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველა პარტიას საშუალება ჰქონდა თანასწორუფლებიან გარემოში წარემართათ კამპანიები. „დღემდე წყალტუბოში ყველა პარტიას თანასწორუფლებიან გარემოში გვიწევდა კამპანიების წარმართვა. მე ამაყი ვარ, რომ ასეთ გარემოში მიწევს არჩევნებში მონაწილეობა. ახლა კი უკვე 8 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები“-განაცხადა ზურაბიანმა. შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე; თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე. თითოელმა მათგანმა მიმართა შეხვედრაზე მოსულ ამომრჩევლებს და ცოტნე ზურაბიანის მხარდაჭრისკენ მოუწოდეს. „ცოტნე ზურაბიანისა და ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემით ჩვენ ხმას ჩვენს მომავალას ვაძლევთ. ჩვენი ქვეყნის დაცვა დღეს საარჩევნო ყუთზე გადის. დღევანდელი შეხვედრით ყველაფერი ითქვა. ეს არის იმ დიდი გამარჯვების დასაწყისი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 8 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ“ - ამბობს კონსტანტინე მამისეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. შეხვედრას რამდენიმე ასეული ადგილობრივი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან წარმოდგენილები. დღევანდელი შეხვედრით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. აქვე აღვნიშნავ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრების ორი ეტაპი გამართა. შეხვედრები ასევე, მოიცავდა კარდაკარის პრინციპით თითოეული ამომრჩევლის ინფორმირებას საარჩევნო პროგრამის ირგვლივ. (NS)
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)