15:40 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 11:57:48, 897 ნახვა

პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: ვიზალიბერალიზაცია ძალაში ძალიან მალე შევა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ როდის შევა საქართველო-ევროკავშირის შორის ვიზალიბერალიზაცია ძალაში, თუმცა როგორც ჰერმანმა აღნიშნა, დარწმუნებულია ეს ძალაიან მალე მოხდება.

"ჩემზე კარგად არავინ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ევროკავშირი ზოგადად ინტეგრაციის პროცესია. ამ პროცესში ყველანი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. ასევე, იმედი მაქვს, გუშინდელი გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი და ეს პროცესი არ შეჩერდება. შეუძლებელია ამ ეტაპზე ვადებზე საუბარი, რომ მკითხოთ როდის შევა ვიზალიბერალიზაცია ძალაში, გეტყვით, რომ არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ძალიან მალე მოხდება", - განაცხადა ჰერმანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics