|
2016-10-04 19:09:47, 687 ნახვა
საზოგადოება
ზაზა პაპუაშვილმა დიდუბეში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
„ქართული ოცნებიდან“ დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა "მუშტაიდის ბაღში" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ზაზა პაპუაშვილის მხარდასაჭერ შეხვედრას პარლამენტარები და ხელოვანები ესწრებოდნენ. ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს გიორგი ვოლსკიმ, მანანა კობახიძემ, ივანე კიღურაძემ, გედევან ფოფხაძემ, გოგი ქავთარაძემ, მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა, ლევან და გია გაჩეჩილაძეებმა, ბიძინა გეგიძემ და ილია წულაიამ. „ზაზა პაპუაშვილი, გარდა იმისა, რომ მსახიობია, კარგად ერკვევა საკანონმდებლო მუშაობაში. ზაზა არ მიეკუთვნებოდა პარლამენტარების იმ კატეგორიას, რომელიც მხოლოდ პულტზე ხელის დაჭერით იყო დაკავებული. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მე მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ასეთი კაცი ჰაერივით სჭირდება ჩვენს პარლამენტს“, - განაცხადა აკადემიკოსმა ივანე კიღურაძემ.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)