|
2016-10-04 14:48:43, 755 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოვიძიოთ
„ვისაც სააკაშვილის რეჟიმის დროს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა ასეთი საქმე გამოძიებული უნდა იყოს და მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასაანიამ განაცხადა. მისი თქმით, სამართლიანობა პროკურატურის დეპოლიტიზაციით და სასამართლოს დამოუკიდებლობით არის შესაძლებელი. „არ მინდა სპეკულაციები დავიწყო და განვაცხადო, რომ სრულ სამართლიანობას მივაღწევთ. ყველა საზოგადოებაშია პრობლემები. მათ შორის ჩვენს საზოგადოებაშიც, რომელიც დასახიჩრებულია სამოქალაქო ომით, დაპირისპირებით მაგრამ ვისაც სააკაშვილის რეჟიმის დროს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და იმ რეჟიმის დროს ასეთი ბევრი იყო, ყველა ასეთი საქმე გამოძიებული უნდა იყოს და მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს. ჩვენ გვყავს სამართლის ისეთი გამოცდილი ადამიანები, როგორებიც არიან: შალვა შავგულიძე, ლევან სამუშია, ამირან გიგუაშვილი. მათ კარგად იციან როგორ უნდა მივცეთ სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა, როგორ უნდა მოხდეს პროკურატურის სრული დეპოლიტიზაცია. სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)