|
2016-10-03 18:44:18, 1941 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს. “შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 284-ე და 159-ე მუხლებით)”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. "მამუკა ახვლედიანი - ნიკა გვარამია"- ამ სათაურით გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის ფარული ჩანაწერი. ჩანაწერი YouTube-ის გვერდზე - Creative Georgia News-ზე დაიდო. მოგვიანებით, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩანაწერი თავად გააკეთა და ის მის პირად კომპიუტერში ინახებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)