|
2016-10-02 19:09:54, 1642 ნახვა
სამართალი
პირის ვინაობა, ვინც ირაკლი ოქრუაშვილს ესროლა, დადგენილია-მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები
პირის ვინაობა, ვინც გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილს ესროლა, დადგენილია და მის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, გამოძიება ორი მუხლით-სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. შეგახსენებთ, გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილს თავს დაესხნენ. როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, დაჭრილია მისი დაცვის წევრი და ერთი აქტივისტი, რომლებიც ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)