|
2016-10-02 12:45:53, 731 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილმა სატალევიზიო გადაცემაში წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა
ლაგოდეხსა და ყვარელში პარტია „ქართული ოცნება-დამოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურამ მაჭარაშვილმა ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში, გადაცემა „კვირის თემაში“, წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა მაჟორიტარის მხრიდან უფრო აქტიურ კომუნიკაციას ითხოვს. „კამპანიის განმავლობაში ლაგოდეხისა და ყვარელის მასშტაბით 120-ზე მეტი შეხვედრა მქონდა მოქალაქეებთან. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მაჟორიტარის ყურადღება და მათთან ხშირი კომუნიკაციაა. თავის მხირვ, კომუნიკაცია და მათ მიერ დაყენებული პრობლემები, ამ პრობლემების გადაწყვეტის რეალურ შესაძლებლობას მოგვცემს. შიდა ქართლში, გუბერნატორის მოადგილედ მუშაობის დროს, ხშირად მიწევდა ლაგოდეხის და ყვარელის მოსახლეობის მსგავსი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა და ამჯერად უკვე ჩემს მშობლიურ მხარეს გავუწევ მოქალაქეებს დახმარებას“,-აღნიშნა მაჭარაშვილმა. გარდა ამისა, გურამ მაჭარაშვილმა ლაგოდეხის და ყვარელის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების საკითხზეც ისაუბრა. „ჩვენ ტურიზმის მიმართულებით კონკრეტული გეგმა გვაქვს. რა თქმა უნდა, ტურიზმი შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განვითარდება, ამიტომ ამ მიმართულების გაძლიერებისთვის გაგრძელდება ინფრასტრუქტურ პროექტებზე მუშაობა“,-აღნიშნა მაჭარაშვილმა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის საკითხს. მისი თქმით, მოსავლის ექსპორტთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების დონეზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. „მთავრობამ გადადგა ნაბიჯი ახალი ბაზრების ასათვისებლად. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მეწარმეებს, რომლებიც ფერმერებისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენენ, შემდგომ ამ პროდუქციის ექსპორტის მიზნით. ვიცით, რომ ხელისუფლებამ ჩინეთის მთავრობასთან დადო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც იანვრის თვიდან შეგვეძლება ჩინეთში ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმში სარეალიზაციოდ შევიდეს ქართული პროდუქცია, რაც მეწარმეებიგან ფერმერთა პროდუქციის შეძენის და მისი რეალიზაციის წინაპირობად იქნება“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)