|
2016-10-01 18:34:02, 1653 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სკანდინავიური ბრენდის პირველი მაღაზიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
თბილისში ცნობილი სკანდინავიური ბრენდის, “იუსკ გრუფის“ (JYSK GROUP) პირველი მაღაზია გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს სახლისთვის საჭირო სხვადასხვა სახეობის საყოფაცხოვრებო პროდუქციას შესთავაზებს. მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. „ვაჭრობის სფერო არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული სექტორი. აქ ჩვენ გვქონდა დასაქმების 10 პროცენტიანი ზრდა და ამ ზრდის შემადგენელი ნაწილია სწორედ ისეთი მაღაზიები, რომელიც დღეს გაიხსნა და რომლისთვისაც 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. 25 ადამიანი დასაქმდა ახალ მაღაზიაში და ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ვაჭრობაში, დღევანდელი მდგომარეობით, 153 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს მაღაზია ქალაქს შემატებს იმ მომსახურებას და იმ ხარისხს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროებათ. დამფუძნებლებს ასევე გადაწყვეტილი აქვთ, რომ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გააფართოვონ და გააკეთონ ტექსტილის ახალი წარმოება, საიდანაც თავიანთ პროდუქციას გაყიდიან არამარტო თბილისის ამ მაღაზიაში, არამედ მსოფლიოს 43 ქვეყანაში მდებარე 2300 მაღაზიაში, რომლებიც ეკუთვნის „იუსკის“ ქსელს“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, JYSK-ი გლობალური საცალო სავაჭრო ქსელია, რომელიც ოპერირებს “ყველაფერი სახლისთვის” პრინციპით. ამ ეტაპზე “იუსკ გრუფს“ მსოფლიოს 43 ქვეყანაში 2 300-ზე მეტი მაღაზია აქვს, სადაც 20 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამ ჩამონათვალს 44-ე ქვეყნის სტატუსით საქართველოც შეუერთდა. 2017-18 წლებში კომპანია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში კიდევ 4 ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს.
(NS)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)