|
2016-10-01 16:22:25, 1664 ნახვა
სამართალი
ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება
მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. დვალიშვილი დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც რადიო „ჰერეთის“ პირდაპირ ეთერში დებატების დროს ინციდენტი მოხდა. არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს ლაგოდეხის მუნიცილაპიტეტში ლაშა დვალიშვილს (პაატა ბურჭულაძის პარტიიდან) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მოულოდნელად რადიოს ოფისში შემოვარდნენ ჩვენთვის დაუდგენელი პირები და პირდაპირი ეთერის ჩაშლა სცადეს. ამ წუთებში მდგომარეობა დასტაბილურდა და ეთერი გრძელდება“, - აცხადებენ რადიო „ჰერეთში“. ჰერეთის ეთერში ლაგოდეხი-ყვარლის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დებატები მიმდინარეობს სადაც 12 კანდიდატიდა 7 იღებს მონაწილეობას: ვახტანგ მჭედლიძე - "თავისუფალი დემოკრატები", ლაშა დვალიშილი - "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის", ალექსანდრე ვარდოსანიძე- დამოუკიდებელი კანდიდატი, გურამ მაჭარაშვილი - "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო", გურამ კაკალაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". თენგიზ თუთისანი - დამოუკიდებელი კანდიდატი, არჩილ როსეფაშვილი - "საარჩევნო ბლოკი ირმა ინაშვილი დავით თარხან მოურავი" და ისაკო ცქიფურიშვილი - "ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძაობა".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)