09:31 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 14:09:16, 852 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილი: შევეცდები, თქვენი ხმა ხმამაღლა ისმოდეს პარლამენტში

„ქართულო ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა. ბექა ნაცვლიშვილი ე.წ სამრეწველოს დასახლების ამომრჩეველის პრობლემებს გაეცნო და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა გზების რეაბილიტირება და სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობა, წლევანდელი ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.

„ ისანი ძველი ინდუსტრიული რაიონია,  აქ ბევრი ინდუსტრიული სივრცეა ასამუშავებელი, გარდა ყოფითი საკითხებისა, როგორიცაა კანალიზაციის მოწესრიგება, ბინების პრივატიზება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. აუცილებლად უნდა მოხდეს კერძო სექტორის სტიმულირება, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები. ვეცდები, კერძო სექტორთან ურთიერთობით, მაქსიმალურად დაიტვირთოს რაიონი და ისანმა ფუნქცია კვლავ დაიბრუნოს",- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics