|
2016-09-29 16:37:32, 2052 ნახვა
სამართალი
მარიხუანას მეორადი მოხმარებისთვის პირებს თავისუფლების აღკვეთა აღარ დაემუქრებათ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს წარდგინებებზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა. სასამართლომ დაადგინა, რომ მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის პირს პატიმრობა აღარ უნდა შეეფარდოს. საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განმეორებით, მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის დაკავებული პირის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო მის 2015 წელის 24 ოქტომბერის გადაწყვეტილებას, ბექა წიქარიშვილის სარჩელზე, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ არაკონსტიტუციურია სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამომშარალი მარიხუანას 70 გრამამდე შესყიდვისა და მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა საკონსტიტუციო სასამარათლოს ვებგვერდზე განჩინების გამოქვეყნებისთანავე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)