12:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 14:49:03, 1171 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: GDS ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა არ არის

„არ ვარ ხელისუფლების ნაწილი და GDS არ არის ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„საზოგადეობის დიდი ნაწილი არის პროპაგანდის მსხვერპლი. გაჭირვებულ ოჯახებსაც კი   ჩართული აქვთ რუსთავი 2, რომელიც მუდამ ლანძღავს ხელისუფლებას  რა თქმა უნდა არგუმენტების გარეშე და ამით ისინი გულს იოხებენ.  შემეძლო ამ ოთხი წლის განმავლობაში 10 ტელევიზია გამეხსნა. ხელისუფლებას შეეძლო მსგავსი მეთოდები გამოეყენებინა, რაც თავის დროზე გააკეთა წინამორბედმა  და მთელი მედია ასე ვთქვათ ჩაიდეს ჯიბეში.  ვირტუალურ სამყაროს ქმნიდენენ მედიიდან.  დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ხელისუფლებას ჰყავს მედია. ეს არის უფრო პრიორიტეტული“,-განაცხადა ივანიშვილმა.

მანვე დასძინა, რომ პრეტენზია აქვს GDS ყველაზე ობიექტური ტელევიზია იყოს.

„მე არ ვარ ხელისუფლების ნაწილი. GDS  მხოლოდ ერთი გადაცემა აქვს საინფორმაციო. პრეტენზია მაქვს, რომ ყველაზე ობიექტური ტელევიზია იყოს. ის არ არის ხელისუფლების  პროპაგანდისტული მანქანა“,-განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics