|
2016-09-29 13:47:43, 767 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ბურჭულაძემ რეკორდები მოხსნა, ასეთი იუმორი პოლიტიკაში არავის შემოუტანია
ბურჭულაძემ მაგარი რეკორდი მოხსნა, ამხელა იუმორი პოლიტიკაში მგონი არავის შემოუტანია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, პაატა ბურჭულაძის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს. "ქართველები მართლა ნიჭიერი ხალხი ვართ. მარგველაშვილი გინესის წიგნში შევიდა, მოვიდა თუ არა, მეორე დღესვე საკუთარ გუნდს, ვინც მოიყვანა, დაუპირისპირდა. ბურჭულაძემაც მაგარი რეკორდები დაამაყარა. ამხელა იუმორი პოლიტიკაში მგონი, არავის შემოუტანია, ასეთ მოკლე დროში, როგორც მან მოახერხა. მან ოდესღაც ჩემი მოწოდებები გაითვალისწინა, რომ არ ეცრუა. საოცრებებს აკეთებს ყველა დღეს. ბევრი ანეკდოტი დადის. ყველას უნდა ოპონენტად ნახონ ივანიშვილი, გარკვეული იმიჯი მაქვს საზოგადოებაში, ნაცვლად იმისა, რომ ნათელაშვილს ეკამათონ, სადაც ისინი არიან რეალურად, ახლოს არიან მათთან. მაინცდამაინც ჩემი ჩათრევა დებატებში და ამით იმიჯის გაუმჯობესება უნდათ",- განაცხადა ივანიშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)