|
2016-09-28 16:28:23, 1542 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ტექნიკური ექსპერტიზები ინიშნება
საქართველოს მთავარი პროკურატურა 27 სექტემბერს გავრცელებულ აუდიჩანაწერებთან დაკავშირებით უცხოეთის ქვეყნებს მიმართავს. როგორც პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, უკვე მიმდინარეობს მუშაობა სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად გამოძიების ამ ეტაპზე ტექნიკური ექსპერტიზები ინიშნება, რათა გაირკვეს, აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს. "ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, თუ საიდან, როგორ და ვის მიერ მოხდა ხსენებული მასალის მოპოვება და შემდგომში ვიდეო პორტალ youtube.com-ზე განთავსება. გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ დამატებით მოხდება საზოგადოების ინფორმირება", - აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)