|
2016-09-28 15:45:11, 1396 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1984 წელს დაბადებული მ.ქ. და 1987 წელს დაბადებული გ.ჩ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხულიგნობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ამავე ფაქტზე ბრალი წარედგინათ 1987 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს, 1978 წელს დაბადებულ თ.ჯ.-სა და 1988 წელს დაბადებულ მ.ო.-ს, რომელიც ამჟამად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)