|
2016-09-27 12:07:04, 1299 ნახვა
სამართალი
შსს-მ შენობის დაზიანების ფაქტზე 2 პირი ამხილა
შსს-ს გურიის პოლიციის დეპარატმენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე 2 პირი: 1999 წელს დაბადებული გ.ჯ. და 2000 წელს დაბადებული ლ.მ. ამხილეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ღამის საათებში, აღნიშნულმა პირებმა ქვის სროლის შედეგად დააზიანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში არსებულ შენობაზე განთავსებული ბანერი და ჩაამტვრიეს მინა. მხილებული პირები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს”, - აქვე კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარვყოფთ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სოფელ ბახვში პოლიციის მოქმედი შენობა გაიქურდა. აღსანიშნავია, რომ ქურდობის ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება აღნიშნულ შენობას, იგი ამჟამად შსს-ს ბალანზე იმყოფება და არ ფუნქციონირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)