|
2016-09-26 16:11:04, 1344 ნახვა
ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.6%-ით შემცირდა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი სექტემბრისათვის 14.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე კლებამ შეადგინა 0.3 პროცენტი) 234.8 მლნ ლარით ანუ 1.6 პროცენტით ნაკლებია. „აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 5.2 მლნ ლარით ანუ 0.1 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 1.5 პროცენტი), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 240.0 მლნ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 2.7 პროცენტით). დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 31.15 პროცენტი შეადგინა - პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით 0.13 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.52 პროცენტული პუნქტით ნაკლები). ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.3 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)