|
2016-09-25 17:10:25, 681 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია მარტვილისა და აბაშის ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აბაშის მუნიციპალიტეტის კოოპერატივების წარმომადგენლებს, სოფელ გეზათისა და სეფიეთის მოსახლეობას შეხვდა. ოთარ დანელიას განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და მოსახლეობის დასაქმებაა: „მე ვიქნები სოფლის მეურნეობის ქომაგი, აბაშაში ჩვენ ამ მიმართულების განვითარების საშუალება გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ახალგაზრდების გადინება არ მოხდეს სოფლებიდან“. ოთარ დანელია, მარტვილსა და აბაშაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ტალერისა და ლედგებეს ამომრჩევლებს შეხვდა. ოთარ დანელიამ მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მას რაიონში არსებული გამოწვევები დეტალურად აქვს შესწავლილი. მისის განცხადებით, სოფლებისთვის მთავარ პრიორიტეტს გზების, სკოლების, ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება წარმოადგენს. „ეს ის პროექტებია, რომელიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლების პირობებში დაიწყო და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მეტი აქტიურობით გაგრძელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2017 წლიდან კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს ეტაპობრივად ჩაუტარდებათ კაპიტალური რემონტი. ასევე, 2017 წლიდან დამატებით 1 154 ოჯახს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ბუნებრივი აირით. დაწყებულია და დაგეგმილ ვადებში დასრულდება საქართველოს ყველა რაიონის სრული ინტერნეტიზაცია”-აღნიშნა ოთარ დანელიამ. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)