|
2016-09-23 13:45:24, 1725 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ბრალდებულ ე. აკოფაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული ერმილე აკოფაშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და საბრძოლო მასალის - ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 იანვარს, 16:55 საათზე, ერმილე აკოფაშვილი მივიდა ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ზაზა ილურიძის მაღაზიასთან და ეჭვიანობის ნიადაგზე, ზაზა ილურიძის მოკვლის განზრახვით საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი „რგდ 5"-ის ტიპის ხელყუმბარა მაღაზიაში შეაგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერმილე აკოფაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)