00:29 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 13:48:11, 765 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: სააკაშვილმა კახელი გლეხებისთვის სუბსიდირების მიცემაზე უარი მითხრა - შენ ეკონომიკა არ იცი, ბენდუქიძეა მაგარიო

საქართველოს ყოფილი  პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ჩასაბარებელი ყურძნის ფასი ერთ ლარზე მეტი უნდა იყოს.

როგორც ივანიშვილმა კახეთში განაცხადა, გარკვეული მიზეზების გამო, ყურძენზე რეალური ფასი  არ გვაქვს, თუმცა, ექს-პრემიერი დარწმუნებულია, ვითარება გამოსწორდება. ამასთან, ივანიშვილმა ამ მხრივ,  "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებული ვითარება გაიხსენა და "ოცნების" დროს, მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა:

"დღესაც ვფიქრობ, რომ ყურძენი ერთი ლარი არ უნდა ღირდეს. მეტი უნდა ღირდეს. მაგრამ მაინც უნდა გავიხსენოთ ისტორია და არ შეიძლება ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი, თუ არა გვაქვს მიზეზები შესატყვისი. ცოტა დროც მოითმინეთ  და მიეცემა რეალური ფასი. უარესობა არ მოგვიტანია.

9 წლის განმავლობაში ექსპორტზე გატანილი ღვინიდან მიღებული შემოსავალი 472 მლნ დოლარი იყო. 4 წლის  განმავლობაში თუარ ვცდები, 527მლნ. 4 წელიწადში გაცილებით მეტია, ვიდრე 9 წლის განმავლობაში, შემთხვევითია? 2005-2006 წლებში  მე ვაძლევდი სუბსიდირებას კახელ გლეხებს.

მესამე წელიწადს უარი მითხრეს, შენ ეკონომიკა არ იცი, ბენდუქიძეა მაგარიო. ქართულ ყურძენს და ღვინოს ფასი არ აქვს, მაგას ევროპაში ვერსად გაიტანო მითხრეს.

2011 წელს მოკრეფვა აუკრძალეს გლეხს იმიტომ, რომ  ვერსად მიჰქონდათ. ეს იყო რეალობა. ნახეთ რამხელა ნახტომია. მე-4 რთველი მიდის და წარმატებულად. არაა 1 ლარი კარგი ფასი,  მაგრამ მოლაპრაკებები გრძელდება და  ფასი მეტი იქნება",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics