|
2016-09-22 12:53:56, 1108 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: თუ „ნაცმოძრაობა“ რაიმე სერიოზულ პროვოკაციებს დაიწყებს, შეიძლება მიიღოს ის, რაც აქამდე არ მომხდარა
საქართველოში ნიურნბერგის პროცესი არ უნდა შედგეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ყოფილი პრემიერის განცხადებით, ის რომ დღეს საზოგადოებაში უკმაყოფილება არსებობს, იმის ბრალია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი მეთოდები შეინარჩუნა. "მინდა, შევახსენო მოსახლეობას, რასაც პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ვაცხადებდი - საქართველოში ნიურნბერგის პროცესი არ უნდა შედგეს. ვფიქრობ, არც უნდა შემდგარიყო. იმის მიზეზი, რომ საზოგადოებაში დარჩა უკმარისობის და უკმაყოფილების გრძნობა, ჩემი აზრით, არა დასჯილთა რაოდენობაა, რომლებიც საკმარისად დაისაჯნენ, არამედ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თავისი მეთოდის შენარჩუნებას. ის ძალადობა, რაც იყო მათი ძირითადი იარაღი, საუბრის და აგრესიული გამონათქვამების დონეზე შერჩათ. თეთრზე შავის მტკიცებას და პირიქით. დღეს ისევ აგრძელებენ თავიანთ საქმეს და კრიმინალები თავხედურად მიგვანიშნებენ წესრიგზე”, - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, პროკურატურაში ძალიან მცირედ შემორჩნენ ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ და პოლიციაშიც არიან მცირედით შემორჩენილები. "ნახეთ საერთაშორისო შეფასებები, ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოებში შევდიოდით. თუ თქვენ ერთ პრეცენდენტს დამისახელებთ მსოფლიო ისტორიაში, რომ ამდენი მაღალი რანგის ჩინოვნიკი დასჯილიყოს ქვეყანაში და ამ დროს ჩვენი პარტნიორები, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიულად აფასებენ ქვეყნის განვითარების პროცესს. პრეზიდენტი დევნაშია, პრემიერ მინისტრი ციხეშია, თავდაცვის მინისტრი ციხეშია, ქალაქის მერი და შს მინისტრი ციხეშია, მთავარი პროკურორი დევნაშია", - განაცხადა ივანიშვილმა. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" რამე სერიოზულ პროვოკაციებს დაიწყებს, შეიძლება მიიღოს ის, რაც აქამდე არ მომხდარა. "შეიძლება მოსახლეობას ჩვენ წინ ვეღარ დავუდგეთ და ამ პარტიაზე მოგვიწიოს მთლიანად საუბარი. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება ქვეყნის იმიჯისთვის და ცუდი იქნება მათთვის", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. კითხვაზე - ემუქრება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ ექს-პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს პირობითად ამბობს.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)