|
2016-09-22 11:21:20, 1661 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენმა გოდერძი თევზაძე მოინახულა
საქართველოს სახალხო დამცველმა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მოინახულა, - ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. "2016 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მონახულა. სახალხო დამცველმა პირადად ბრალდებულისგან მოისმინა საქმის დეტალები. გოდერძი თევზაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და შიმშილობას განაგრძობს. უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს გოდერძი თევზაძის საქმის შესწავლას და ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე დასწრებასაც გეგმავს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)