23:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 15:21:18, 644 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის გენერალური კონსული: სკოლები ბევრ ქვეყანაში გვაქვს და ისინი ჩვენს განათლების სამინისტროს ექვემდებარებიან

ბათუმში თურქული სკოლის გახსნის საკითხს თურქეთის გენერალური კონსული გამოეხმაურა.

იასინ თემიზქანის განცხადებით, თურქეთს სკოლები ბევრ ქვეყანაში აქვს  და ისინი თურქეთის განათლების სამინისტროს ექვემდებარებიან. მისივე განმარტებით, ასეთი სკოლები მხოლოდ  თურქეთის მოქალაქეებს ემსახურებათ, თუმცა მათ საქარველოში  ქართულ ენასა და  კულტურასაც შეასწავლიან:

"თურქეთს აქვს სკოლები უამრავ ქვეყანაში. ეს სკოლები თურქეთის განათლების სამინისტროს ექვემდებარება და მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს ემსახურებათ. თუმცა, ჩვენ ბავშვებს შევასწავლით ქართულ ენასა და კულტურას.მინდა, რომ ეს სკოლა იყოს ხიდი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს შორის",-განაცხადა იასინ თემიზქანიმ.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“  წევრის  ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტია მოითხოვს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ ბათუმში თურქული სკოლის მუშაობა შეაჩეროს, ვიდრე სკოლა საქართველოს კანონმდებლობის  ფარგლებში არ მოექცევა.

სამნიძის მტკიცებით,  სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ  სკოლის მშენებლობა იყო უკანონო და მასზე მერიას ნებართვა არ გაუცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics